вторник, 22 февраля 2011 г.

სტივენ ჰოკინგი


გაგრძელებაში გაეცნობით დღევანდელობის ერთ-ერთ გენიოსს, სტივენ ჰოკინგს :)


სტივენ ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს დაიბადა. იგი ბრიტანელი ფიზიკოსია, რომლის კარიერა 40 წელს ითვლის. მისი უამრავი წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა კოსმოლოგია და კვანტური გრავიტაცია, განსაკუთრებით კი ე.წ. “შავი ხვრელები”.
სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები და წოდებები:
1975 – ედინგტონის მედალი
1976 – სამეფო საზოგადოების მედალი
1979 – ალბერტ აინშტაინის მედალი
1982 – ბრიტანეთის სამეფო ორდენი
1985 – ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი
1986 – რომის პაპის სამეცნიერო აკადემიის წევრი
1988 – “Wolf Foundation”-ის პრიზი ფიზიკაში
1989 – ასტურიის პრინცის ჯილდო კონკორდში
1989 – ღირსების ორდენი
1999 – აშშ-ს ფიზიკის საზოგადოების იულიუს ედგარ ლილინფილდის სახელობის პრიზი
2003 – Case Western Reserve University-ის ჯილდო
2006 – სამეფო საზოგადოების ჯილდო
2008 – სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის ჯილდო
2009 – აშშ-ს პრეზიდენტის თავისუფლების მედალი (აშშ-ს უმაღლ
ესი ჯილდო)












განათლება
სტივენ ჰოკინგის მშობლები იყვნენ ბიოლოგი ფრენკ ჰოკინგი და იზაბელ ჰოკინგი. მას ორი და ჰყავდა, ფილიპა და მერი და ნაშვილები ძმა, ედვარდი. ჰოკინგი ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო მეცნიერებით. მან საბუთები ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიტანა მათემატიკის ფაკულტეტზე, იმის მიუხედავად რომ მამამისს სურდა, ექიმი გამხდარიყო. თუმცა მათემატიკის ფაკულტეტზე ვერ მოხვდა და საბუთები ფიზიკაზე გადაიტანა. ამ პერიოდში მას განსაკუთრებით აინტერესებდა თერმოდინამიკა, ფარდობითობის თეორია და ქვანტური მექანიკა. მოგვიანებით, მისმა ფიზიკის ლექტორმა, რობერტ ბერმანმა გაზეთ “New York Times”-ში განაცხადა:
- მას რაიმეს გასაკეთებლად მხოლოდ იმის თქმა ჰყოფნიდა, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყო. არასდროს უყურებდა, სხვა როგორ აკეთებდა ამას. მისი გონება გაცილებით განსხვავდებოდა მისი გარშემომყოფებისგან.
ბაკალავრის ხარისხის აღების შემდეგ, ჰოკინგმა სწავლა ასტრონომიის ფაკულტეტზე გააგრძელა, რადგან მზის ლაქების შესწავლა სურდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს მისი მოწოდება არ იყო. ამიტომ საბუთები ამჯერად კემბრიჯის უნივერსიტეტში შეიტანა ასტრონომიისა და კოსმოლოგიის ფაკულტეტზე.


ზი ენდ :)



Комментариев нет:

Отправить комментарий